თორნიკე რიჟვაძე: ბოლო ოჯახი როცა დაკმაყოფილდება საცხოვრისით, შემიძლია, უკვე გულდამშვიდებული ვიყო, რომ ჩვენ ხალხს პირობა შევუსრულეთ და თუ ადრე ქილიკით უწოდებდნენ „ოცნების ქალაქს“, დღეს გახდება ნამდვილად ახდენილი ოცნების ქალაქი
“ჩვენ ვერ შევეგუებოდით იმ პირობებს, სადაც ამ ბავშვებს და მათ ოჯახებს უწევდათ ცხოვრება. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი იყო ასევე სკეპტიციზმი იმ მიმართულებით, რომ ეს იყო თუ არა მორიგი საარჩევნო პოლიტიკური ნაბიჯი და რამდენად სერიოზული იყო ჩვენი განზრახვა, რომ მთლიანად გადაგვეჭრა ეს პრობლემა”, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობაზე საუბრისას, გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.
„საკმაოდ არაორდინალურ პირობებში გვიწევდა მუშაობა. იცით, რომ შემდეგ დაიწყო სამწლიანი პანდემიის პერიოდი. იყო გამოწვევები, თუმცა ჩვენ შევძელით, რომ ეს პირველი ფაზა დაგვესრულებინა გონივრულ ვადებში.
ბოლო ოჯახი როცა დაკმაყოფილდება შესაბამისი საცხოვრისით, შემიძლია უკვე გულდამშვიდებული ვიყო, რომ ჩვენ ხალხს პირობა შევუსრულეთ და როგორც ადრე ქილიკით უწოდებდნენ „ოცნების ქალაქს“ ეს დღეს გახდება ნამდვილად ახდენილი ოცნების ქალაქი“, – აღნიშნა რიჟვაძემ.