არჩილ გორდულაძე „ფარას“ ანალოგზე: თუ აშშ-ს აქვს უფლება დაიცვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი უცხოური გავლენებისგან, მაშინ ქართველებსაც გვაქვს ამის უფლება

„თუ აშშ-ში დემოკრატიაა, თუ აშშ-ში კანონმდებლობა შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს, ადამიანის უფლებების დაცვა მაღალ დონეზეა და თუ აშშ-ს უფლება აქვს დაიცვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი უცხოური გავლენებისგან, მაშინ ზუსტად ანალოგიურად ქართველებსაც გვაქვს უფლება, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, „- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში” განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მესიჯბოქსი ერთი და იგივეა.

„საოცრებაა პირდაპირ, რომ თურმე ამერიკული კანონის თარგმანიც არ იქნება სწორი. რეალურად ერთ-ერთ მათგანს, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელს – ანა წითლიძეს რამდენიმე დღის წინ წამოსცდა, როდესაც ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, რომ რას ფიქრობთ ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით, ამერიკულ კანონსა და ბრიტანულ კანონზე პირდაპირ მითითებით ჰკითხა, რომ რას ფიქრობთ ამ კანონებთან დაკავშირებით? მისი პასუხი იყო: „აი, ხომ გეუბნებოდით, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ მიიღებდა რეპრესიულ კანონებს“. ანუ ამ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მესიჯბოქსი ერთი და იგივე უნდა იყოს ყველა საკითხთან დაკავშირებით. არ აქვს მნიშვნელობა რა საკითხს შეეხება, რა ინიციატივას შეეხება. მთავარია ერთი რამ ითქვას – რეპრესიული, დიქტატორული. რუსული გამორჩათ ახლა, ამერიკულ კანონზე რუსულიაო ამას ჯერჯერობით ვერ ამბობენ, მაგრამ შეიძლება აქამდეც მივიდნენ”, – განაცხადა გორდულაძემ.

გორდულაძის თქმით, თუ ვინმეს რაიმე პრობლემა და პრეტენზია ექნება თარგმანთან დაკავშირებით, შეუძლიათ თვითონ თარგმნონ. გორდულაძემ აღნიშნა, რომ თუ კარგი ნათარგმნი იქნება, მაშინ მათი ვერსია იქნება მიღებული.

შეიძლება ერთადერთი ვიდავოთ ქართულად კარგად არის თუ არა ნათარგმნი, სხვა ნაწილში კითხვის ნიშანი ვერ იქნება. მოდით შევთანხმდეთ არის თუ არა დემოკრატია აშშ-ში? კითხვის ნიშანი ხომ არ აქვს არავის ამ საკითხთან დაკავშირებით? კანონმდებლობა შეესაბამება თუ არა დემოკრატიულ პრინციპებს? მგონი აქაც არ დაუსვამს არავის კითხვის ნიშანი, მათ შორის არც „ნაციონალური მოძრაობიდან“ და არც გარე აქტორებიდან უცხოური სახელისა და გვარის მქონე ადამიანებს. არ დასმულა ეს კითხვები. თუ აშშ-ში დემოკრატიაა, თუ აშშ-ში კანონმდებლობა შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს, ადამიანის უფლებების დაცვა მაღალ დონეზე არის და თუ აშშ-ს უფლება აქვს დაიცვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი უცხოური გავლენებისგან, მაშინ ზუსტად ანალოგიურად ქართველებსაც გვაქვს უფლება, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი. ქართველებსაც გვაქვს უფლება, რომ გვქონდეს დემოკრატიული კანონმდებლობა ჩვენს ქვეყანაში, საუკეთესო პრაქტიკა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ, რომ ვთარგმნოთ სიტყვა-სიტყვით ამერიკული კანონი და მიღებული იყოს ის ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები