შსს-მ ქალის ცემაში ბრალდებული პირი დააკავა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული კაზანთარ ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნათესავ ქალს – 1974 წელს დაბადებულ ლიმონ ა-ს, მისივე საცხოვრებელ სახლში, ფიზიკურად გაუსწორდა. კაზანთარ ა-ს თანმხლებმა პირმა ქალბატონის საცხოვრებელი სახლის ეზოში სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა. კაზანთარ ა. თანმხლებ პირთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლიმონ ა-ს მიღებული დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. მას საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის ლიმონ ა-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კაზანთარ ა. მომხდარიდან მეორე დღეს საგარეჯოს რაიონში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=8IIcHwGH0Bw” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები