CBS News: ტრამპის ადმინისტრაცია FBI-ს ხელმძღვანელობას გადადგომისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) უმაღლესი თანამდებობის პირებს გადადგომას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გათავისუფლებით ემუქრება,- ინფორმაციას CBS News-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ გადადგომისკენ მოუწოდა ისეთი თანამდებობის პირებს, რომელთა ზოგიერთი FBI-ში აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე მუშაობს და ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერდანაშაულის საქმეები აბარია.

ცვლილებები გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი პირების საქმიანობის გამოძიების ნაწილია, ირწმუნებიან ტელეარხის წყაროები.

CBS News-ის ცნობით, საუბარი გათავისუფლებაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც FBI-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ტრამპის მიერ წარდგენილ კეშ პატელს კონგრესის სენატში უსმენდნენ. სენატში პატელი ცდილობდა დაერწმუნებინა კანონმდებლები, რომ ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები