პოროშენკომ ლუსტრაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ლუსტრაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის რადამ ლუსტრაციის კანონი 16 სექტემბერს მიიღო. კანონის თანახმად, ლუსტრაციის ობიექტი ყველა სახელმწიფო მოხელე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლები ხდებიან, რომლებიც თანამდებობებს 2010 წლის 25 თებერვლიდან 2014 წლის 22 თებერვლამდე, იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს იკავებდნენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ლუსტრაციის კანონის ამოქმედება სხვადასხვა რანგის 1 მილიონ ჩინოვნიკს შეეხება.