უკრაინის ქალაქ სუმის დაბომბვის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა „შაჰედის“ ტიპის დრონით უკრაინის ქალაქი სუმი დაბომბა, რის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 4-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ სუმის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იგორ კალჩენკომ განაცხადა.

“სუმში მტრის „შაჰედი“ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, რის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი და სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა 9, მათ შორის 1 ბავშვი“, – განაცხადა კალჩენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარზე კომენტარი გააკეთა და ოკუპანტების თავდასხმას საშინელი ტრაგედია უწოდა. მან უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდა, არ შეაჩერონ რუსეთზე ზეწოლა.

მაშველები ნანგრევებში დაკარგულებს კვლავ ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები