ბოლო ცნობებით, აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ მდინარიდან 30-ზე მეტი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
ვაშინგტონის სიახლოვეს მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, მდინარე პოტომაკიდან 30-ზე მეტი ადამიანის ცხედარია ამოყვანილი.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე უწყების სამაშველო ოპერაცია რთული პირობების მიუხედავად, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავში მწვრთნელები, ათლეტები და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებიც ქალაქ უიჩიტოში ჩატარებული სპორტული შეჯიბრებიდან ბრუნდებოდნენ.
შეგახსენებთ, American Airlines-ის თვითმფრინავი რეიგანის აეროპორტში დასაშვებად ემზადებოდა, როდესაც ამერიკის არმიის ვერტმფრენს შეეჯახა და მდინარეში ჩავარდა.