Meta თანახმაა, ტრამპის საჩივრის მოსაგვარებლად, კომპენსაციის სახით 25 მილიონი დოლარი გადაიხადოს

კომპანია Meta-სა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის ოთხი წლის წინ დაწყებული სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა.

საქმე ეხებოდა სოციალურ ქსელებში ტრამპის ანგარიშების დაბლოკვას, რაც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ მოხდა.

უცხოური მედიის ცნობით, Meta კომპენსაციის სახით გადაიხდის 25 მილიონ დოლარს, საიდანაც 22 მილიონი დოლარი გადაეცემა ტრამპის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფონდს. დარჩენილი თანხით დაიფარება სამართლებრივი ხარჯები და სხვა მოსარჩელეთა მოთხოვნები.

კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, მორიგების პირობები არ ავალდებულებს Meta-ს, აღიაროს რაიმე სახის გადაცდომა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები