„ჰამასმა“ ისრაელელი ქალი ჯარისკაცი მძევლობიდან გაათავისუფლა

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ ისრაელელი ქალი ჯარისკაცი, 20 წლის აგამ ბერგერი გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აგაბ ბერგერის გარდა დღეს „ჰამასი“ ისრაელის ორ მოქალაქეს, 29 წლის არბელ იეჰუდსა და 80 წლის გადი მოზესს, ასევე, ტაილანდის ხუთ მოქალაქეს გაათავისუფლებს.

შეგახსენებთ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმება ძალაში 19 იანვარს შევიდა.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ 7 ისრაელელი მძევალი და 200-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები