ტრამპი: ირანმა უზენაესი ლიდერის თანამდებობა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვთქვი
ირანმა უზენაესი ლიდერის თანამდებობა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვთქვი,- ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა.
“ისინი ამბობენ: „გვინდა, რომ თქვენ შემდეგ ლიდერად დაგნიშნოთ!“ მე კი ვამბობ: „არა, გმადლობთ, ეს არ მინდა!“ სინამდვილეში ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ და მათ ნამდვილად სურთ შეთანხმება“, –
განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.
ტრამპის განცხადების მიუხედავად, ირანის ოფიციალურ უწყებებს მსგავსი შეთავაზების შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.