ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში, სადაც მოსახლეობა მაჰა კუმბ მელას რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავდა, ჭყლეტა მოხდა.
როგორც Reuters-ი იტყობინება, დაღუპულია, სულ მცირე, 7 ადამიანი. გარდა ამისა, დაშავდა 15 ადამიანი. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, ჭყლეტა მაშინ მოხდა, როდესაც მდინარეში განბანვის ცერემონია მიმდინარეობდა.
ოფიციალურ მიზეზთან დაკავშირებით ამ დრომდე განცხადება არ გაკეთებულა.