საარჩევნო კომისიამ ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა

საარჩევნო კომისიამ ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. ლუკაშენკომ ხმების 86.8% მიიღო.

ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი.

„ბელარუსელ ხალხს არჩევანი არ ჰქონდა. ეს მწარე დღეა ყველასთვის, ვისაც თავისუფლება და დემოკრატია სწყურია“, – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი X-ზე.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აღნიშნა, რომ ბლოკი განაგრძობს „შემზღუდავი ზომების გამოყენებას რეჟიმის წინააღმდეგ“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები