“ერთადერთი სხვაობაა მხოლოდ 2020-სა და 2024 წლებს შორის, მაშინ ზოგიერთი უცხოური აქტორი იმალებოდა ოპოზიციის და მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ზურგს უკან” – პაპუაშვილი
“ერთადერთი სხვაობაა მხოლოდ 2020-სა და 2024 წლებს შორის, მაშინ ზოგიერთი უცხოური აქტორი იმალებოდა ოპოზიციის და მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ზურგს უკან”, – ამის შესახებ უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ჩაიშალა ყველანაირი ყალბი ნარატივების მცდელობა, რომელიც ოპოზიციას ჰქონდათ არჩევნებთან დაკავშირებით ჰქონდა.
„დღეს ვხედავთ კიდევაც, რომ არ საუბრობენ საერთოდ არაფერზე არჩევნებთან დაკავშირებით, ვინაიდან ყველა მათი არგუმენტი, უპირველეს ყოვლისა, გააბათილა ეუთო/ოდირის დასკვნამ. ამიტომაც იყო, რომ მათ საერთაშორისო ზეწოლა მოახდინეს ლამის, პირდაპირ ჩაერივნენ ეუთო/ოდირის საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში იმით, რომ არ ჩამოუშვეს საქართველომდე საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი. გახსოვთ თქვენ, სწორედ იმის გამო, რომ ქართველ ხალხს პირველ წყაროდან არ მოესმინა საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის, რომელიც ამავე დროს მისიის წარმომადგენელი იყო არჩევნებზე, შეფასებები, ყველაფერი გააკეთეს, რომ დაებლოკათ ვიზიტი, ვინაიდან არ აქვთ არანაირი არგუმენტი. არის აბსოლუტურად სიცარიელეზე. 2020 წელი მეორდება ფაქტობრივად, ზუსტად იგივე რამე ხდება. მაშინაც ყალბი ბრალდებები. ერთადერთი სხვაობაა მხოლოდ 2020-სა და 2024 წლებს შორის, მაშინ ზოგიერთი უცხოური აქტორი იმალებოდა ოპოზიციის და მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ზურგს უკან. დღეს ახლა ისინი პირდაპირ ჩანან, ვინაიდან აღარ აქვთ საკუთარი „ენჯეოების“ და საქართველოში მათი მფარველობის ქვეშ მყოფი პარტიების იმედი. ხედავენ, რომ ხელმოცარული ხალხია და ისინი ქართველი ხალხისგან ნდობას ვერ იმსახურებენ და პირდაპირ ჩაერია ზოგიერთი უცხოური პოლიტიკოსი და პოლიტიკური დაჯგუფების წევრი იმაში, რომ საქართველოში რაიმენაირად არიონ სიტუაცია და ჩვეულებრივად დაუქვემდებარონ ქართველი ხალხი საკუთარ პოლიტიკურ ნებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.