ზელენსკი: პუტინს ტრამპის სამშვიდობო მისწრაფებებით მანიპულირება სურს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინს სურს, მანიპულირება მოახდინოს შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო მისწრაფებების სურვილზე.

„დღეს მოვისმინე საგარეო დაზვერვის სამსახურის მოხსენება, რომელიც ეხებოდა რუსეთის სამხედრო პოტენციალსა და პუტინის მზადყოფნას, გააგრძელოს ომი და მანიპულირება მოახდინოს მსოფლიო ლიდერებზე. კერძოდ, მას სურს მანიპულირება მოახდინოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სურვილზე, მიაღწიოს მშვიდობას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები