მარკო რუბიო: აშშ მხარს არ უჭერს ტაივანის დამოუკიდებლობას

ვაშინგტონი მხარს არ უჭერს ტაივანის დამოუკიდებლობას და იმედოვნებს, რომ ტაივანის საკითხი მშვიდობიანი გზით მოგვარდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ ისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„აშშ მხარს არ უჭერს ტაივანის დამოუკიდებლობას და იმედოვნებს, რომ ტაივანის საკითხი მშვიდობიანად გადაწყდება და ტაივანის სრუტის ორივე მხარისთვის მისაღები გზით“, – აღნიშნა რუბიომ.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს სეპარატისტულ პროვინციად მიიჩნევს, რომელიც ადრე თუ გვიან ჩინეთს უნდა დაუბრუნდეს. მიუხედავად ამისა, 70-წლიანი განშორების შემდეგ, ბევრი ტაივანელი თავს ცალკე ნაციის წარმომადგენლად მიიჩნევს, ხოლო მათ კუნძულს ცალკე სახელმწიფოდ თვლის.

რაც შეეხება აშშ-ს, ოფიციალურად, შეერთებული შტატები „ერთიანი ჩინეთის“ პოლიტიკას  იცავს, აღიარებს მხოლოდ პეკინს და აქვს დიპლომატიური ურთიერთობა მასთან და არა ტაიბეისთან, მაგრამ ამავდროულად, ინარჩუნებს მოკავშირე ურთიერთობებს ტაივანთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები