პუტინმა ტრამპს ჭკვიანი და პრაგმატული ადამიანი უწოდა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჭკვიანი და პრაგმატული ადამიანი უწოდა.
როგორც კრემლის ლიდერმა აღნიშნა, ტრამპთან პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მუშაობდა.
„ის არა მხოლოდ ინტელექტუალური ადამიანია, ის არის პრაგმატული ადამიანი. და მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ზიანს აყენებს თავად ამერიკის ეკონომიკას“, – განაცხადა პუტინმა.