ომბუდსმენის აპარატი: ნიკოლოზ კაციამ მიუთითა პენიტენციურ დაწესებულებაში მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე, რაზეც სახალხო დამცველმა მოახდინა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება
სახალხო დამცველის რწმუნებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკოლოზ კაცია მოინახულა. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბრალდებულმა მიუთითა პენიტენციურ დაწესებულებაში მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე, რაზეც სახალხო დამცველმა მოახდინა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
“ასევე, ნიკოლოზ კაციას თხოვნით, მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა მისი კანონიერი ინტერესების დამცველ ადვოკატს.
სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს პატიმრების უფლებების დაცვის მდგომარეობაზე აქტიურ ზედამხედველობას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.