რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს, არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს, თავდასხმას კიევის ოლქში, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეტევა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა და საჰაერო თავდაცვის ძალები, დრონების განადგურების მიზნით, საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებდნენ.
„დაღუპული აღმოაჩინეს კერძო სახლში, სადაც ჩამოგდებული სამიზნის ნამსხვრევების გამო ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მეორე გარდაცვლილი, 36 წლის მამაკაცი სხვა დასახლებულ პუნქტში აღმოაჩინეს, სადაც 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა“, – აღნიშნა კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლა კალაშნიკმა.