გორში საგზაო ნიშნები და მონიშვნები განახლდა
„საგზაო მოძრაობის რეგულირების და უსაფრთხოების მიზნით, გორში, სხვადასხვა ლოკაციაზე საგზაო ნიშნები და მონიშვნები განახლდა“ – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგზაო უსაფრთხოებისთვის, ასევე, არაერთ მონაკვეთზე მოეწყო სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, დამონტაჟდა და გამოიცვალა დაზიანებული ბოძკინტები.