ჩინეთში, 35 ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

ჩინეთში, 35 ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ნოემბერში, 62 წლის ფან ვეიქიუ, ქალაქ ჟუჰაიში ავტომობილით ფეხით მოსიარულეებს გამიზნულად შეეჯახა, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა.

აღნიშნული შემთხვევა, ქვეყანაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ თავდასხმად ითვლება.

პოლიციის ინფორმაციით, ფან ვეიქი განქორწინების შემდეგ ქონების გაყოფით იყო უკმაყოფილო, რაც თავდასხმის მოტივად სახელდება.

ქვეყანა არ ავრცელებს დეტალებს, კონკრეტულად როგორი სიკვდილით დასჯის მეთოდი გამოიყენეს.

უფლებადამცველი ჯგუფები მიიჩნევენ, რომ ჩინეთი მსოფლიოში წამყვანი ჯალათია, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ადამიანს კლავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები