ტრამპმა კაპიტოლიუმში პირველ აღმასრულებელ ბრძანებებს მოაწერა ხელი

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფიცის დადების შემდეგ კაპიტოლიუმში პირველ აღმასრულებელ ბრძანებებს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ კაპიტოლიუმში ხელს მოაწერდა აღმასრულებელ ბრძანებების ნაწილს, ხოლო დანარჩენებს – იმავე დღეს Capital One Arena-ზე სცენაზე გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები