ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 630-ზე მეტი სატვირთო მანქანა შევიდა

ღაზას სექტორში, ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 630-ზე მეტი სატვირთო მანქანა შევიდა, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„დასაკარგი დრო არ არის. ეს არის უზარმაზარი იმედის მომენტი – მყიფე, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგან ვაგრძელებთ სვლას მომავალი დღეებისა და კვირების სირთულეების დასაძლევად“, – აღნიშნა ფლეტჩერმა.

ცნობისთვის, ღაზას სექტორში ბოლო კვირების განმავლობაში, დღეში, საშუალოდ, მხოლოდ 40 სატვირთო მანქანა შედიოდა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ძალაში ახლახან შევიდა, ღაზას სექტორში ყოველდღიურად 600 სატვირთო მანქანის შესვლას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები