სირსკის თქმით, უკრაინის ფრონტის ხაზზე საჭიროა პერსონალის რაოდენობის გაზრდა
უკრაინის არმიის მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი აღიარებს, რომ ფრონტის ხაზზე ცოცხალი ძალის ნაკლებობაა და რომ მობილიზაციის ამჟამინდელი ტემპი არმიის საჭიროებებს არ აკმაყოფილებს.
მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო მობილიზაცია არმიის პირადი შემადგენლობის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს.
არმიის ხელმძღვანელმა უკრაინულ მედიასთან ასევე განაცხადა, რომ მხოლოდ თავდაცვით უკრაინა ომს ვერ მოიგებს, ომში პროფესიონალი მებრძოლების შევსება კი დროულად ვერ ხერხდება.
მისი თქმით, არმიას შეტევაზე გადასასვლელად საკუთარი სამხედრო წარმოების გაძლიერება სჭირდება.