კიევში რადიოწამყვანს გადაცემის დროს ხელში საბრძოლო მასალა აუფეთქდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში რადიოსადგურ Армия FM-ში საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად რადიოწამყვანი დაიჭრა.

აფეთქების შედეგად ქალს ჭრილობები მკლავისა და მუცლის არეში აქვს მიღებული და სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

არსებული ინფორმაციით, კვირას საღამოს, დაახლოებით 10:50 საათზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ ოფიცერთა სახლში, რომელიც გრუშევსკის ქუჩაზე მდებარეობს,  წამყვანმა ეთერის დროს ხელში აიღო ВП-9 ტიპის დეტონატორი და მას ხელში ათამაშებდა, რის დროსაც საბრძოლო მასალა მას ხელში აუფეთქდა.

რადიოსადგურის წარმომადგენლების თქმით, ეს დეტონატორი რადიოსადგურში ჯერ კიდევ 2019 წლიდან იყო და ინახებოდა როგორც ექსპონატი.

პოლიციის ინფორმაციით, ამ ფაქტზე დაწყებულია სისხლის სამართლის წარმოება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლით, რაც იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო მოპყრობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები