ორბანი: 20 იანვრიდან დასავლური სამყაროს თავზე ახალი მზე ამოვა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეორე ვადის დაწყების მოახლოებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამშაბათს დილიდან დასავლური სამყაროს თავზე ახალი მზე ამოვა.
პრემიერის სიტყვებს X-ზე უნგრეთის მთავრობის საერთაშორისო პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩსი ავრცელებს.
ორბანმა დემოკრატიული პარტიის ადმინისტრაციის დასასრულს მწარე, რთული და მტკივნეული უწოდა.
როგორც უნგრეთის პრემიერი აღნიშნავს, ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბების შედეგად მოჰპარეს და ის რომ პრეზიდენტად დარჩენილიყო, უკრაინა-რუსეთის ომი არ მოხდება.