შეერთებულმა შტატებმა სუდანის შეიარაღებული ძალების ლიდერს სანქციები დაუწესა – მეთიუ მილერი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სუდანის შეიარაღებული ძალების ლიდერს, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანს სანქციები დაუწესა.
ამის შესახებ ინფორმაცია მილერმა X-ზე გაავრცელა.
“დღეს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა სუდანის შეიარაღებული ძალების ლიდერს, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანს, კომპანიას და პირს, რომელიც მონაწილეობს სუდანის შეიარაღებული ძალებისთვის (SAF) იარაღის შესყიდვაში. შეერთებული შტატები მზად არის პასუხისმგებლობა დააკისროს სუდანში მომხდარ დანაშაულებზე პასუხისმგებელ პირებს,” – წერს მილერი.