სალომე სამადაშვილი: ჩვენს პარტნიორებს აქვთ ცხადი ხედვა, რომ საქართველო დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე

“ჩვენს პარტნიორებს აქვთ ცხადი ხედვა, რომ საქართველო დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე”, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს ყველა მოკავშირე საუბრობს იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი.

“ჩვენს პარტნიორებს აქვთ ცხადი ხედვა, რომ საქართველო დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე, ეს შეეხება არა მარტო იმას, რომ ჩვენ შეიძლება სამუდამოდ დავკარგოთ ევროკავშირში გაწევრიანების შანსი, არამედ მძიმე ეკონომიკურ კრიზისსაც, რომელიც ქვეყანას წინ აქვს.

დღეს საქართველოს ყველა მოკავშირე საუბრობს იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი, ჩვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწრაფად დაინიშნოს ახალი არჩევნები და როგორი ხედვა არის ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, დღეს ყველა, ვინც კარგად იცნობს საქართველოში შექმნილ ვითარებას არა მხოლოდ ახლა, არამედ ბოლო თვეების მანძილზე ახლოდან აკვირდება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, აცნობიერებს, რომ ასეთი გამოწვევის წინაზე ფაქტობრივად, ეს ქვეყანა არასდროს არ ყოფილა ბოლო წლების მანძილზე. ასევე, აცნობიერებს იმასაც, რომ ახალი არჩევნების გარეშე, ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები