სულხან თამაზაშვილმა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილესთან შალვა თადუმაძესთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მნიშვნელოვან როლს საგამოძიებო პროცესში და აღნიშნა, რომ ლაბორატორიული კვლევები დანაშაულის დროულ და ეფექტიან გახსნას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

შეხვედრის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი გაეცნო დეპარტამენტის მიმდინარე პროექტებს და დეტალური ინფორმაცია მოისმინა ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის სპეციფიკის შესახებ.

მინისტრმა დეპარტამენტის წარმომადგენლებს მომავალში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები