აფხაზეთის მთავრობის სამუშაო ჯგუფის ფორმატში დაზარალებულ მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია ორთაჭალაში, აფეთქების შედეგად დაზარალებულ აფხაზეთიდან დროებით დევნილ პირებს შეხვდა, რომლებიც დროებით სასტუმრო „Green inn“-ში არიან დაბინავებული. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა დევნილებისგან მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო და აღნიშნა, რომ აფეთქების შედეგად დაზიანებული შენობის მდგრადობის დადგენის შემდეგ, ისინი უმოკლეს ვადებში, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან თავიანთ ბინებს.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის მთავრობაში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორთაჭალაში, აფეთქების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარების საკითხზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ასევე, დაზარალებულებს კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი რეაგირების მიზნით, აფხაზეთის მთავრობაში მოქმედ ცხელ ხაზზე – 143 დარეკვის შესაძლებლობა აქვთ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები