ევროკომისიის პრეზიდენტი: მივესალმები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას
მივესალმები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ორივე მხარემ სრულად უნდა განახორციელოს ეს შეთანხმება.
„მძევლები დაუბრუნდებიან საყვარელ ადამიანებს და ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობამდე მიაღწევს. ამას მოაქვს იმედი მთელი რეგიონისთვის, სადაც ადამიანები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდნენ უზარმაზარ ტანჯვას. ორივე მხარემ სრულად უნდა განახორციელოს ეს შეთანხმება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა X-ზე.