მამუკა მდინარაძე – ოპოზიციაზე: ეს ხალხი მხოლოდ მაშინ დაწყნარდება, როდესაც მიაღწევენ მიზანს და რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებამდე საქართველოს ჩართავენ ომში
“ეს ხალხი მხოლოდ მაშინ დაწყნარდება, როდესაც მიაღწევენ მიზანს და [რუსეთ-უკრაინის] ომის დამთავრებამდე საქართველოს ჩართავენ ომში. ეს მიზანი რომ აქვთ, უნდა გვახსოვდეს”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
„ჩვენ [ხელისუფლებას] რომ ტრამპის ადმინისტრაციის იმედი გვაქვს, იმედის საფუძველს გვაძლევს ერთადერთი რამე, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამომრჩეველს ჰპირდებოდა ომის დამთავრებას. თუ „დიფ სთეითის“ დამარცხება მოახერხეს, გაცილებით კარგ მდგომარეობაში ვიქნებით, რადგან საქართველოს მიმართ ომის ინტერესი გაქრება და ამ ინტერესის გაქრობა ჩვენს ქვეყანას ძალიან მაგრად აწყობს“, – აღნიშნა მდინარაძემ.