“გახარია უნდა დაფიქრდეს, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია” – მდინარაძე

“გიორგი გახარია უნდა დაფიქრდეს, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვინ ვის დაესხა თავს. იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვითაც, გახარიამ სახეში ჭიქა ჩაარტყა დიმიტრი სამხარაძეს. ასე იყო, თუ არ იყო? ხომ იყო ასე? საპასუხოდ დიმიტრი სამხარაძის რეაქცია იყო, თუ არ იყო, იყო. თუ საპასუხო რეაქცია იყო, თავდასხმა როგორ არის. ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. რას გვაგუებენ იცით, რომ რაღაცას საკუთარი თვალით რომ ვნახავთ, იმის საწინააღმდეგო მოქმედებებსაც კი. სახეში ჭიქა ჩაარტყა გიორგი გახარიამ დიმიტრი სამხარაძეს, მაგრამ თავდასხმა იყო გახარიაზე. რანაირი მსჯელობაა, ვის მოსდის ეს აზრად.

არის დაწყება და არის ბოლო მომენტი. დაწყება ხომ ნამდვილად არის? მაშინ რაზე ვლაპარაკობთ, სრული ვიდეო საერთოდ არ სჭირდება. შუაში რა მოხდა, ამას ჩვენებებით გაარკვევენ, თუ სხვა ვიდეო არ იქნება. ალბათ სხვა კადრებიც იქნება, იქ ვიდეომეთვალყურეობა იქნებოდა, მაგრამ დაწყების კადრები ხომ ნახეთ საკუთარი თვალით. „იმედი“ რომ დაადანაშაულეს და დაამუნათეს დღეს, ახლა რომ გამქრალები არიან და კომენტარს არ აკეთებენ, რატომ ხდება ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობაზე, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები