საქართველოში აშშ-ს საელჩო: საქართველო უკეთესს იმსახურებს

საქართველოში აშშ-ს საელჩო საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების” მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ. მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს არ აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად – რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა. საქართველო უკეთესს იმსახურებს”,- წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები