ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკი ვარშავაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდა. მოლაპარაკებების ძირითადი თემა უკრაინაში ომი და ევროკავშირის მომავალი სამხედრო დახმარების გაგრძელება იყო.

როგორც შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილი მორიგი კონფერენცია 2026 წელს პოლონეთში ჩატარდება.

მედიის ცნობით, ზელენსკი ვარშავაში ასევე შეხვდება პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები