საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი: დროა, საფრანგეთმა გლობალურ ძალებს საკუთარი სახე და ძალისხმევა დაანახოს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ბაირუმ განაცხადა, რომ პარიზი მტკიცედ უნდა აღუდგეს ისეთ ფიგურებს, ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი, ილონ მასკია,- ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ბაირუს თქმით, Space-X-ისა და ტესლას მფლობელი „ახალ მსოფლიო უწესრიგობასთან“ ასოცირდება, რაც თავდაცვის ყველა არსებულ წესს საფრთხეს უქმნის.
საფრანგეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ფრანსუა ბაირუმ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის, პანამის არხისა და კანადის შემოერთების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს მუქარა უწოდა და განმარტა, რომ დროა საფრანგეთმა გლობალურ ძალებს საკუთარი სახე და ძალისხმევა დაანახვოს.