ლევან ნიკოლეიშვილი – გახარიასთან “ქართული ოცნების” წევრების დაპირისპირებაზე: კარგად ჩანს, ვინ იწყებს ჩხუბს და პროვოკაციას, შესაბამისად, ოპოზიციური პარტიის ლიდერობა არ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ქმედებების აღსრულების შემაფერხებელი!
“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი პარტია “საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიასა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“კარგად ჩანს, ვინ იწყებს ჩხუბს და პროვოკაციას, შესაბამისად ოპოზიციური პარტიის ლიდერობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ქმედებების აღსრულების შემაფერხებელი!”, – წერს ნიკოლეიშვილი.