გიორგი გახარიასა და დიმიტრი სამხარაძეს შორის დაპირისპირება „შერატონის“ შესასვლელში გახარიას მიერ სამხარაძისთვის სახეში პლასტმასის ჭიქის ჩარტყმას მოჰყვა – “იმედი”

ტელეკომპანია „იმედი“ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს. „იმედისთვის“ დამატებით ცნობილი ხდება, რომ დიმიტრი სამხარაძისა და გიორგი გახარიას, სასტუმრო „შერატონის“ შესასვლელში შეხვედრის დროს, სადაც სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება გახარიამ დაიწყო, მან სამხარაძეს სახეში პლასტმასის ჭიქა ჩაარტყა, რასაც სამხარაძის მხრიდან პასუხი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.

ცნობისთვის, გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები