ომბუდსმენი გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს გმობს და საგამოძიებო სამსახურებს მოუწოდებს, სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ ყველა საგამოძიებო მოქმედება

ომბუდსმენი ლევან იოსელიანი გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს გმობს და საგამოძიებო სამსახურებს მოუწოდებს, ყველა საგამოძიებო მოქმედება სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ომბუდსმენი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ გახდეს წახალისებული.

“საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს და მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს, მოახდინონ პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, მოპოვებულ იქნეს ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები და სხვა.

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ გახდეს წახალისებული”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები