პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი იმედოვნებს, რომ ტრამპი შეძლებს უკრაინაში ომის დასრულებას
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი, ალის ვაიდელი იმედოვნებს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შეძლებს უკრაინაში ომის დასრულებას.
შესაბამისი განცხადება ვაიდელმა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალმა ხელმძღვანელთან, ილონ მასკთან ინტერვიუში გააკეთა.
„დონალდ ტრამპის და თქვენი – თქვენი ადმინისტრაციის – იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულებთ ამ საშინელ ომს, ახალგაზრდების ამ უაზრო ყოველდღიურ სიკვდილს, რადგან ევროპელებს ამის გაკეთება არ შეუძლიათ“, – განუცხადა ვაიდელმა მასკს.