163-ე თეატრალური სეზონის გახსნა

დღეს, 19:00 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის 163-ე სეზონი გალა-კონცერტით გაიხსნება. კონცერტს თეატრის საპატიო დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი გაუძღვება. კონცერტში მონაწილეობს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი. გალა-კონცერტზე იმღერებენ თეატრის სოლისტები: ირინე ალექსიძე, მაყვალა ასპანიძე, თეა დემურიშვილი, ირინე თაბორიძე, მანანა იორდანიშვილი, მარიკა მაჩიტიძე, ელენა პუტილოვა, ირინე რატიანი, მარიამ ქობალიანი, ნინო ჩაჩუა, ხათუნა ჭოხონელიძე, თათია ჯიბლაძე, სალომე ჯიქია, ელდარ გეწაძე, სულხან გველესიანი, არმაზ დარაშვილი, გოჩა დათუსანი-ჯიღაური, კახაბერ თეთვაძე, ლეგი იმედაშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა, გია მახარაძე, ირაკლი მურჯიკნელი, თამაზ საგინაძე, ტარიელ ჭიჭინაძე, ზაალ ხელაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები