ოზურგეთში საგანგებო რეჟიმში მომუშავე სამსახურებს ახალი წელი მიულოცეს

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან გიორგი ღურჯუმელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან, გურიის დელეგატის ოზურგეთის ბიუროს უფროსთან, ქეთევან ვასაძესთან, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან – ქეთევან მოისწრაფეშვილთან, ზაზა შოშიტაიშვილთან ერთად, საგანგებო რეჟიმში მომუშავე სამსახურებს ახალი წელი მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ახალი წელი მივულოცეთ საგანგებო რეჟიმში მომუშავე სამსახურებს. ჩვენი საამაყო მეხანძრე-მაშველები, პოლიციელები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, კლინიკა „მედალფას“ და დაბა ურეკის კლინიკა „დოსტაქარის“ მედპერსონალი ახალ წელს სამუშაო ადგილებზე ხვდებიან, რათა დაცული იყოს თანამოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

ოზურგეთის სახელით, მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისთვის! გისურვებთ 2025 წელი იყოს მშვიდობის, წარმატებებისა და კეთილდღეობის მომტანი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის!“ – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები