ნინო წილოსანი: საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ორმაგი სტანდარტები არ მიყვარს – ამბავი მოკლედ ციფრებში ასე გამოიყურება -„თბილღვინო” 2021 -2024 – მ.შ. რუსეთის ფედერაციაში ექსპორტი – 9 674 708 ლარი
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„მოკლედ მოგიყვებით კომპანია „თბილღვინოზე“ – ის ერთ-ერთი ხელმომწერია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ქართულ ოცნებას პოლიტიკას უწუნებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, მისმა მფლობელმა გიორგი მარგველაშვილმა არაერთი კრიტიკული განცხადებით დაგვამახსოვრა თავი. პოლიტიკას გვიწუნებს, პრორუსად გვაცხადებს, როგორც ჩანს რუსეთის დასანქცირებაც სურს და ამის პარალელურად თავად რუსეთთან ურთიერთობით ტკბება. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ორმაგი სტანდარტები არ მიყვარს.. ამბავი მოკლედ ციფრებში ასე გამოიყურება: “თბილღვინო” 2021 -2024 – მ.შ. რუსეთის ფედერაციაში ექსპორტი – 9 674 708 ლარი“, – წერს ნინო წილოსანი.