ვოლსკი – ოპოზიციაზე: არანაირ საშუალებას არ აძლევენ საკუთარ მაყურებელს და მსმენელს, მოისმინონ ალტერნატიული აზრი

“ეს არის არათუ ბოლშევიზმი, არამედ რაღაც ბოროტების ახალი გამოვლინება”, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც „იმედზე“ მიმდინარე შეტევას გამოეხმაურა.

„მედიასაშუალებები, რომლებიც პირდაპირ მსახურებად გადაიქცნენ ამ პოლიტიკური ძალების, არათუ მსახურები, უკვე ლიდერებიც არიან. როგორც ლიდერები, ასე ჩამოყალიბდნენ პოლიტიკური პროცესისა. არანაირ საშუალებას არ აძლევენ თავის მაყურებელს და მსმენელს, მოისმინონ ალტერნატიული აზრი.

რაც შეეხება დანარჩენ ტელევიზიებს, მათ შორის, „იმედს“, ეს არის ის საინფორმაციო სივრცე, სადაც მოსახლეობა იგებს როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლების აზრს. აწყობთ ის ტელევიზია, ის საინფორმაციო სივრცე, რომელიც მთლიანად ჰქონდათ ამოდებული, როდესაც სააკაშვილი მართავდა ქვეყანას. ეს არის არათუ ბოლშევიზმი, არამედ რაღაც ბოროტების ახალი გამოვლინება“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები