ოკუპირებულ სოხუმში, მკვლელობაში ეჭვმიტანილი „დეპუტატის“ სახლს ესროლეს
ოკუპირებული სოხუმის ცენტრში ე.წ. დეპუტატის, ადგურ ხარაზიას სახლს ცეცხლი გაუხსნეს.
ე.წ. სამართალდამცველებმა ხარაზიას სახლთან კორდონი მოაწყვეს, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, სროლაში ეჭვმიტანილების დასაკავებლად. შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 19 დეკემბერს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ე.წ. პარლამენტში მაინინგის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ, რა დროსაც კან კვარჩა და ადგურ ხარაზია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სროლა ადგურ ხარაზიამ დაიწყო. ტყვია ვახტანგ გოლანდიას გაშველებისას შემთხვევით მოხვდა, ის კლინიკაში გარდაიცვალა. ხარაზია ახლა მიმალვაშია.