“გრენლანდია არ იყიდება” – გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის პასუხი ტრამპს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ დააყენა აშშ-ის მიერ დანიის სამეფოს ავტონომიური რეგიონის, გრენლანდიის, შესყიდვის საკითხი.

“მსოფლიოში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავისუფლების მიზნით, ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ გრენლანდიის მფლობელობა და კონტროლი აბსოლუტური საჭიროებაა”,- განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა გრენლანდიის შესყიდვის საკითხი თავდაპირველად პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს დააყენა. მან დანიაში ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტი გააუქმა, როდესაც დანიელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ გრენლანდიის ავტონომიური ტერიტორია არ იყიდებოდა.

დანიის ავტონომიური ტერიტორიის, კუნძულ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მუტე ეგედემ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ გრენლანდია არ იყიდება.

„გრენლანდია ჩვენია. ჩვენ არ ვიყიდებით და არც არასდროს არ გავიყიდებით. თავისუფლებისთვის ჩვენს ხანგრძლივ ბრძოლაში არ დავმარცხდებით“, – განაცხადა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები