არაღჩი – “პენტაგონი იტყუება”

შეერთებულმა შტატებმა, პენტაგონის შეფასებების საწინააღმდეგოდ, ირანის წინააღმდეგ თავდასხმებზე დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი დახარჯა და ამერიკელი ხალხისთვის არაპირდაპირი დანაკარგები კიდევ უფრო დიდი იყო,- ეს მოსაზრება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, აბას არაღჩიმ გამოთქვა.

„პენტაგონი იტყუება. [ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ] ნეთანიაჰუს თავგადასავალი ამერიკას უკვე 100 მილიარდი დოლარი დაუჯდა, რაც ოთხჯერ აღემატება მათ მიერ გავრცელებული თანხის რაოდენობას. ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის არაპირდაპირი ხარჯები გაცილებით მაღალია. თითოეული ამერიკული ოჯახის ყოველთვიური გადასახადი 500 დოლარია და სწრაფად იზრდება“, – წერს ის X-ში.

29 აპრილს, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯულს ჰერსტმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაზე დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი დახარჯა. მან განმარტა, რომ ეს წინასწარი შეფასებები იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები