“ისეთი ხალხი ლამობს ხელისუფლებაში მოსვლას აბსოლუტურად უკანონოდ, რომელიც მზადაა, ჩაერთოს დიდ დაპირისპირებაში, მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან” – ვოლსკი

“20 იანვარი არის საწყისი იმ ადმინისტრაციის შესვლისა ძალაუფლებაში, რომელიც მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით იზიარებს იმ მიდგომებს, რომელიც ჩვენ გვაქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„ამ ღირებულებებთან დაკავშირებით უშველებელი რესურსების მქონე ამერიკას და პატარა საქართველოს ერთნაირი პოზიცია თუ აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე დღესვე დაიწყება აღზევება „ქართული ოცნების“. აშშ-სთვის კონიუნქტურა შეიცვალა და ჩვენ მაინცდამაინც გვინდა, რომ გავაპრიმიტიულოთ, ეს იქნებ კარგია სააკაშვილისთვის, ეს იქნებ კარგია „ქართული ოცნებისთვის“. ეს ასე არ არის, მსოფლიოში პროცესები მიდის ისე, რომ ჩვენ სიღრმისეულად უნდა ვაანალიზებდეთ მათ.

რა შეგვიძლია, ჩვენ გავაკეთოთ, ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, ისეთი ხალხი ლამობს ხელისუფლებაში მოსვლას აბსოლუტურად უკანონოდ, რომლებიც მზად არიან, რომ ჩაერთონ ამ დიდ დაპირისპირებაში, მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური ომი გამოაცხადონ, რომელიც აუცილებლად გადაიზრდება სამხედრო დაპირისპირებაში.

ხალხი ირჩევს, რომელი ძალა გინდა – ერთი, რომელიც ამას გპირდება, თუ მეორე, რომელიც ცდილობს, რომ გამოვიდეს როგორმე ამ ვითარებიდან“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები