გიორგი ბახუტაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერად გააფრთხილა
მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერად გააფრთხილა.
პროცესზე ორი პოლიციელი და მსახიობი – ნანკა კალატოზიშვილი დაიკითხა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი ბახუტაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.