რუსუდან გორგილაძე ალენ ბერსეს განცხადებებზე: ოპოზიციის რეაქცია, რომელიც ძალიან მწვავე და უარყოფითი იყო, დასტურია იმისა, თუ როგორი წარმატებული და მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი
ფსიქოლოგმა, რუსუდან გორგილაძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს საქართველოში ვიზიტი „დღის ქრონიკაში“ შეაფასა.
„ვუსმინე ბატონი ბერსეს პრესკონფერენციას, ვიცი მისი შეხვედრების შესახებ და ეს არის არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, თუ რა უნდა გააკეთოს ევროპამ ჩვენ მიმართ, თუ როგორ უნდა მოგვექცეს, ჩვენს სუვერენიტეტს როგორ უნდა მოექცეს, რა მიზნები უნდა დასახოს ჩვენთან თანამშრომლობისათვის. ჩვენი დღევანდელი ოპოზიციის რეაქცია, რომელიც ძალიან მწვავე და ძალიან უარყოფითი იყო, ჩემთვის დასტურია იმისა, თუ როგორი წარმატებული და მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი. მე იმედი მაქვს, რომ სხვა ევროპული სტრუქტურები მიმართავენ ამ გზას, რადგან იმას, რასაც ჩვენ ევროპისგან ველოდებით და იმას, რაც ჩვენ დემოკრატია გვგონია არის ეს კონსტრუქციული თანამშრომლობა“, – აღნიშნა რუსუდან გორგილაძემ.