ეგეოსის ზღვაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა – დაიღუპა, სულ მცირე, რვა ადამიანი

სულ მცირე რვა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიხრჩო მას შემდეგ, რაც ჩქაროსნული ნავი, რომლითაც მიგრანტები გადაადგილდებოდნენ, ეგეოსის ზღვაში ჩაიძირა,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

სანაპიროს დაცვამ განაცხადა, რომ გემის მძღოლმა ბერძნული საპატრულო გემიდან გაქცევის მცდელობისას კონტროლი დაკარგა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნავი დიდი სიჩქარით მოძრაობდა.

18 ადამიანი დახრჩობას მალევე გადაარჩინეს. ვერტმფრენი და სანაპირო დაცვის ხომალდები სხვა სავარაუდოდ გადარჩენილთა ძებნას აგრძელებენ.

როგორც მედია წერს, ყოველწლიურად ხმელთაშუა ზღვაში ათასობით მიგრანტი იღუპება, რომლებიც ნავით ევროპაში ჩასვლას ცდილობენ.

მიმდინარე წელს, 50 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა საბერძნეთში ნავით.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, წელს ევროპაში ზღვით 180 000 მიგრანტი ჩავიდა, ხოლო 2000 ადამიანი დაიღუპა ან დაკარგულად ითვლება. ჩასული მიგრანტების დაახლოებით 23% ბავშვი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები